Prof. Eka Kvachantiradze

სკოლის დირექტორის, დოქტ. ეკა კვაჭანტირაძის მიმართვა

მუდმივი ძიების, დახვეწისა და განვითარების თვალსაზრისით, Bbijiesi ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის სახელით სარგებლობს ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ამას კურსდამთავრებულთა ჩარიცხვებიც ადასტურებს ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპის, აშშ-ს წამყვანი უმაღლეს სასწავლებლებში და საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში. სკოლის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სასწავლო პროგრამა სავსებით მისაღებია მოსწავლეთა მრავალეროვანი კონტიგენტისათვის. სკოლა ეროვნული და ბრიტანული საერთაშორისო პროგრამების შეჯერებისა და უნივერსალიზაციის გზით ხარისხიან და მაღალაკადემიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს. შესაბამისად bijiesi ერთდროულად ორი ატესტატით (ეროვნული და საერთაშორისო) უზრუნველყოფს საკუთარ მოსწავლეებს. bijiesi ახორციელებს მოსწავლეთა მომზადებას როგორც საერთაშორისო სასკოლო (iPrimary) და საატესტატო (GCSE/IGCSE) გამოცდებისათვის, ისე საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის (A-Level exams), რომლებიც ვალიდურია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და ადგილობრივად, სკოლაშივე არსებულ საგამოცდო ცენტრში ბარდება. უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის დაწყებით საფეხურზე გვაქვს მოდიფიცირებული პროგრამა ქართულ ენობრივ გარემოსთან ადაპტირებისა და ბრიტანული პროგრამის წარმატებით დაძლევისათვის.
bijiesi სთავაზობს მოსწავლეებს თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რითაც სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო ხდება. bijiesi მოზარდთა სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებისა და სააზროვნო უნარების დახვეწისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს (შემოქმედებითი წერა, დიალოგები, ღრმა აზროვნების კლუბი), რაც მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში ორიენტირის ფუნქციას ასრულებს. bijiesiქალაქის ცენტრში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი დედაქალაქის ხმაურიანი მოძრაობიდან მოშორებული, ტყის მასივით შემოსაზღვრული ერთგვარი ეკო კუნძულია.
ამრიგად, bijiesis არჩევით თქვენი შვილების გარანტირებულად წარმატებულ მომავალსა და სწორ ღირებულებით ორიენტირებს უზრუნველყოფთ. მობრძანდით და თავად დარწმუნდით!!!
სკოლის დირექტორი დოქტ. ეკა კვაჭანტირაძე

Cristofer Greenfield

სკოლის ემერიტუს დირექტორის, დოქტ. კრისტოფერ გრინფილდის მიმართვა

განათლების სისტემაში 35 წელი ვიმუშავე. მისწავლებია სკოლებში ანდა შემიმოწმებია ისინი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში და კავკასიაში. ამ დიდი გამოცდილების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ წმ. გიორგის ბijiesi ზოგადადაც ბრწყინვალე სასწავლებელია და საქართველოში კი ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ.
ბიჯიესი სთავაზობს ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას, რომელიც ეროვნული და ინგლისური პროგრამების ნაჯვარია. ადგილობრივი და ბრიტანული სწავლების მეთოდებისა და პედაგოგიური გამოცდილებების შეჯერებით, მისი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ.
სკოლა განსაკუთრებული მხოლოდ იმ კვალიფიკაციების გამო კი არ არის, რომლებითაც ის თავის კონტინგენტს უზრუნველყოფს, არამედ თავად სწავლების ხარისხითაც, რომელიც მარტივად ფაქტებისა და მონაცემების დამახსოვრებას სცდება, მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენებასა და გაღვივებული უნარების პრაქტიკულ საქმიანობაზე ეფექტურ მორგებაში. ამას გარდა, ჩვენს მოსწავლეებს პასუხისმგებლობით აღსავსე ახალგაზრდებად ვაყალიბებთ.
ასეთი პრიორიტეტები საერთაშორისო სტანდარტის განათლების დამახასიათებელია და სწორედ ეს ეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატების მოპოვებაში ნებისმიერ ადგილას სწავლასა თუ მუშაობაში. თუ გსურთ საერთაშორისო სტანდარტის განათლება მიიღოთ საქართველოდან გაუსვლელად და ეროვნული თვითმყოფადობის დაუკარგავად, აუცილებლად ესტუმრეთ ბიჯიესს!
გვეწვიეთ და თავად დარწმუნდებით ყველაფერში - გელოდებით!
დოქტ. კრისტოფერ გრინფილდი სკოლის დირექტორი 2013-16 წლებში ემერიტუს დირექტორი 2018 წლიდა