დირექტორის სვეტი

ოქტომბერი ბიჯიესისთვის განსაკუთრებული თვე იყო. 8 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დავესწარით, რომელიც საქართველოში Pearson Edexcel-ის საერთაშორისო კვალიფიკაციების ოფიციალურ დამტკიცებას მიეძღვნა. ეს მოვლენა ბიჯიესისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველოში Pearson Edexcel-ის პროგრამები პირველმა სწორედ ჩვენმა სკოლამ დანერგა. თვე დატვირთული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის: აღვნიშნეთ მასწავლებელთა ეროვნული დღე; ჩვენს მოსწავლეებს კინგსის ოლიმპიადისა და მათემატიკის ლიგის ჯილდოები გადაეცათ; მეთერთმეტეკლასელებს ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ; ვუმასპინძლეთ Les Roches-ს და კავკასიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს; ჩვენმა ფეხბურთის გუნდმა ამხანაგურ მატჩში გაიმარჯვა, დაწყებით კლასებში კი სახლების საჭადრაკო ტურნირი გაიმართა. თვე ფერადი და მხიარული შემოდგომის მარათონით დასრულდა. გილოცავთ ყველა წარმატებას და გისურვებთ სასიამოვნო ერთკვირიან შემოდგომის არდადეგებს, გელით 9 ნოემბერს, ახალი ენერგიით სავსეებს!

ყოველთვიური სიახლეების ჟურნალი

feedback_1100X600-01

ჩვენი პარტნიორები

Awesome Image
Awesome Image
Awesome Image
Awesome Image

დარეგისტრირდი 2026-2027 სასწავლო წლისთვის