ვიზიტი TBC გალერეაში

13 თებერვალს VIII-IX კლასის მოსწავლეები ეწვივნენ TBC ბანკის საგამოფენო სივრცეს, სადაც ამავე ბანკის დაფინანსებით რესტავრირებული მირზაანის ფიროსმანის სახლ-მუზეუმის კუთვნილი თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები  მუზეუმის სხვა ნამუშევრებთან ერთად იქნა  გამოფენილი.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა ჩაატარა საბავშვო-საგანმანათლებლო ექსკურსია და ბევრი საინტერესო ისტორია გააცნო მოსწავლეებს. პროგრამის ფარგლებში შედგა ინტერაქტიული შემეცნებითი თამაში, სადაც მოსწავლეებმა წინასწარ გამზადებული ნამუშევრების ასლები შექმნეს, რომლებიც შემდეგ სკოლაში გამოიფინა.