ვივარჯიშოთ სახლში

დღევანდელმა სიტუაციამ შეგვიზღუდა ბევრი რამ და მათ შორის ჰაერზე სეირნობა. მეც თქვენნაირად ჩაკეტილი ვარ სახლში და მოუთმენლად ველოდები ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ გარეთ გავიდე, ნელ-ნელა მიზეზი მეწურება. სიხარულით ვყრი ნაგავს და მივრბივარ მაღაზიაში…. საერთოდ ძლიან მიყვარს მოგზაურობა და ბავშობიდან სულ დავდივარ. ვერც გეტყვით, საქართველოს რომელ კუთხეში არა ვარ ნამყოფი, მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ დღეს ვზივარ სახლში და ვიხსენებ იმ ლამაზ და სახალისო დღეებს, რომლებიც მოგზაურობის დროს უხვად მქონდა. მე სულ მამაჩემთან ერთად ვმოგზაურობ და ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ასეთი ენერგიული, კარგი ხასიათისა და მოგზაურობისმოყვარე მამა მყავს. რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, მე და მამა ავედით პატარა გორაკზე და გადმოვხედეთ იპოდრომს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, გამახსენდა თუშეთის უშველებელი მთები და ულამაზესი ტყეები, უცებ წარმოვიდგინე, რომ ისევ თუშეთში ვიყავი და მოკლედ ამ პატარა გორაკზე ასვლამაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა. დღეს ვეღარ დავდივარ რაგბიზე, ცურვაზე.

რაგბი განსაკუთრებულად მიყვარს. დიდად არც უნდოდათ, რომ სპორტის ამ სახეობით დავკავებულიყავი: დაიზიანებ რამეს, პატარა ხარო… მაგრამ მე არავის ვუსმენდი და ვაგძელებდი რაგბიზე სიარულს, რადგან ამ სპორტმა ჩემი თავი მაპოვნინა და კიდევ ძალიან ბევრი რამ მასწავლა.დღეს განსაკუთრებით საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება და ვფიქრობ ვარჯიში ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ფორმაში ვიყოთ, ყველას შეუძლია სახლში ივარჯიშოს. თან აუცილებელად სწორად უნდა ვიკვებოთ. ჰაერზეც უნდა გავიდეთ როგორმე, თან როგორი სუფთა ჰაერია….P.S. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ისევ გავაგრძალებ ვარჯიშს, სპორტზე სიარულს და რაც მთავარია მოგზაურობას…საქართველოში ხომ იმდენი რამეა სახანახავი!

ნიკა ტყემალაძე

ინტერვიუ ლეო მესისთან

გამარჯობა, მე ვარ რეზი კირვალიძე, ჟურნალისტი. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და სპორტის ამ სახეობაში საუკეთესო რჩეულიფეხბურთელი მყავს. მისი სახელია ლეო მესი. ის არგენტინიდანაა, დაიბადა ქალაქ როსარიოში, გაიზარდა ღარიბ ოჯახში, პატარაობაში აკლდა ზრდის ჰორმონი , მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ გამხდარიყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მე, მისმა უდიდესმა თაყვანისმცემელმა, შევძელი პირისპირ შევხვედროდი და უფრო კარგად გამეცნო! ესპანეთში რომ ჩავფრინდი, იქ შევხვდი ერთ ადამიანს, რომელმაც მიმიყვანა ბარსელონას აკადემიაში. უნდა დამეცადა ორი საათი, რომ მესის პირადად შევხვედროდი. ამის მიზეზი მისი გადატვირთული გრაფიკიიყო. ბოლოს და ბოლოს ჩვენი შეხვედრა შედგა. დავინახე თუ არა მესი, გული ამიჩქარდა, თუმცა ვცდილობდი, რომ ეს ლეოს არ შეემჩნია. გულთბილად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და დავსხედით.

  • ბატონო ლიონელ, ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდით.
  • მეც ასევე
  • დავიწყებ ამ კითხვით: თქვენ გაქვთ მოგებული ყველაზე მეტი ბალონ დ’ ორი. რას განიცდიდით, როცა მეექვსედ მოიგეთ ბალონ დ’ ორი?
  • მე ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც ჰქონდა 2019 წლის ბალონ დ’ ორის ხელში ჩაგდების შანსი. ძალიან ვნერვიულობდი, გამიმართლა.
  • ჩემი აზრით, თქვენ ეს პრიზი სავსებით დაიმსახურეთ, აქ იღბალი არაფერ შუაშია (მესის გაეღიმა).
    თქვენ არ გაზრდილხართ მდიდარ ოჯახში, როგორ მოხდა, რომ თქვენი ტალანტი შეამჩნიეს?
  • მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი, როცა ბებიამ „ნიუელს ოლდ ბოიზში“ მიმიყვანა, ტანმორჩილი ვიყავიდა ფიზიკურად, არც თუ ისე, ძლიერი, მაგრამ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა შეამჩნია ჩემი გამორჩეული ნიჭი და ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლება მომცა. აქაც გამიმართლა და მოხდა ისე, რომ „ბარსელონას“ მენეჯერებმა ნახეს ჩემზე გადაღებული კლიპები და მიმიწვიეს თავიანთ მოზარდთა ჯგუფში.
  • ეს ბოლო შეკითხვა იქნება – ცნობილია, რომ ხელმოკლე ოჯახების მიმართ ქველმოქმედებას ეწევით, სამაგიეროდ, რა მიგიღიათ ამ კეთილშობილური საქციელისთვის?
  • ჩემი ერთადერთი სურვილია, სიღარიბის გამო არ დაიკარგონ ნიჭიერი ბავშვები. მადლობა და ტაში მათგან არ მჭირდება, თუმცა, მადლობაც ბევრჯერ გადაუხდიათ.
  • არ შევმცდარვარ. თქვენ არა მარტო უდიდესი ფეხბურთელი, არამედ კეთილშობილი პიროვნებაც ხართ.

მესისთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დღეა!