6 ოქტომბერს II და V კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მოსანახულებლად. მოისმინეს საინტერესო ისტორიები მწერლის ცხოვრებიდან. დაათვალიერეს მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები, მისი პირადი ნივთები, იაკობის დაარსებული საოჯახო სკოლა. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ ეზო, არხი ცივი, ანკარა წყლითა და ულამაზესი თევზებით.
სტუმრობა ვარიანში
