BGS- ის ხელოვნების პედაგოგ ნინო ციციშვილის ინიციატივით, განხორციელდა პროექტი „არა ტერორიზმს“, რომლის ფარგლებშიც I-დან V კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა დახატეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლები.
ნამუშევრები გამოიფინა სკოლის ფოიეში და 5 მაისს გაიყიდება ნიკა მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო აქციაზე. ამ პროექტის ფარგლებში სკოლას ესტუმრა UNESCO-ს კულტურული პროგრამის უფროსი მრჩეველი, ქალბატონი თამარ თენეიშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე.
1
2