სიცოცხლე და სიკვდილი- დიდებული პომპეი

გამოფენაზე წარმოდგენილი საინტერესო მასალა, არტეფაქტები პომპეის არქეოლოგიური პარკიდან გახლავთ. ეს ექსპოზიცია ივლისში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა და ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადმოინაცვლა.
ძალიან შთამბეჭდავია, ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფისა და ყოველდღიურობის გაცნობა.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ეს ნამდვილი საჩუქარია ჩვენს გართულებულ ყოფაში.
BGS-ის XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ პომპეის გამოფენას, დამრიგებელთან რუსუდან მამფორიასთან ერთად.