ილიას სახლ-მუზეუმის დათვალიერება ყოველთვის საინტერესოა, ერთხმად აღნიშნეს X-XI კლასების მოსწავლეებმა.
სახლი საგურამოში, სადაც ამჟამად მუზეუმია განთავსებული, 1895 წელს აუშენებია ილია ჭავჭავაძეს.
აქ წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოები ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალა, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც შეგიძლიათ იქ იხილოთ და ილიას სამყაროში აღმოჩნდეთ.