ქართული კულტურის საგნის ფარგლებში სკოლა ახორციელებს გასვლით ღონისძიებებს

მეხუთე კლასის მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ ოქროს ფონდში დაცული სიწმინდეების მნიშვნელობას, ისტორიას და 8 თებერვალს ესტუმრნენ სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდს. მათ განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ანჩისხატი და ხახულის ღვთისმშობლის კარედი, თამარ მეფის ჯვარი და დედოფლის სამკაულები.

მეორე კლასის მოსწავლეებმა ქალაქის ძველ უბანში გაისეირნეს. მარიონეტების თეატრთან დაესწრნენ 12 საათის შესრულებას, მოილოცეს ანჩისხატისა და სიონის ტაძარში დაცული სიწმინდეები: წმ.ნინოს ჯვარი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ხელთუქმნელი ხატის ასლი.

ბოლოს ფერისცვალების დედათა მონასტერში, დედოფალ დარეჯანის სასახლეში შეაჯამეს და დახატეს იმ დღეს მიღებული შთაბეჭდილებები. ცალკე აღნიშვნის ღირსია მოსწავლეთა ქცევა. ისინი გამოირჩეოდნენ ყურადღებით და ერთმანეთის მიმართ გულისხმიერებით.

III და IV კლასელები ხელნაწერთა მუზეუმს ვეწვიეთ. ბავშვები ინფორმირებულები იყვნენ უძველესი ხელნაწერების შესახებ, მაგრამ როცა უშუალოდ იხილეს და მოისმინეს თუ როგორ იქმნებოდა ეს ხელნაწერები, ძალიან დაინტერესდნენ . განსაკუთრებით კი მათი ყურადღება მიიქცია “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერმა, რომელიც 1680 წლით თარიღდება.

თებერვალში პირველკლასელები მესამეჯერ ესტუმრნენ სახელმწიფო თოჯინების თეატრს, “ვინი პუჰის თავგადასავლის” ახალი დადგმით პატარებმა ძალიან ისიამოვნეს.