ქართული კინომუსიკა

BGS-ში აპრილი დედა ენის თვეა. სწორედ ამიტომ დაწყებითი საფეხურის ყველა ღონისძიება ქართულ ენაზე ჩატარდა და მიეძღვნა ქართულ ანბანს, დიდ ქართველ მეფეებსა და ქართულ მუსიკას.

II და III კლასელებმა მუსიკის მასწავლებელ თეა ნიჟარაძის დახმარებით ორი მუსიკალური პროექტი „ქეთო და კოტე“ და „ქართული კინომუსიკა“ მოამზადეს, რომელიც სკოლის გარეთ, ძველ თბილისში მდებარე ხალხურ საკრავთა მუზეუმში წარმოადგინეს მშობლების წინაშე.