პირველკლასელების საუცხოო კვირა დღე BGS-ში

2020-2021 სასწავლო წელი განსხვავებულად დაიწყო BGS – ლი პირველკლასელებისათვის.

20 სექტემბერს, კვირა დღეს, ყველა რეგულაციის დაცვით, ღია სივრცეში, პატარებმა გაიცნეს თანაკლასელები, დამრიგებელი და ყველა ის პედაგოგი, რომელიც მათ წლის მანძილზე ასწავლის.

შეკრების ერთადერთი მიზანი იყო: მომდევნო დღეს ონლაინ რეჟიმში საგაკვეთილო პროცესი ისე არ დაწყებულიყო, რომ მოსწავლეებს ცოცხლად არ ჰყოლოდათ ნანახი მეგობრები და მასწავლებლები.