საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად ესტუმრა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას, სადაც ორი თვის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის ექვსი გრაფიკულ ნამუშევრის გამოფენა.
მოსწავლეებმა ადგილზევე შეაფასეს მიქელანჯელოს უდიდესი მხატვრული ოსტატობა და ინოვაციური ხედვა.