მასწავლებელთა გასვლითი სემინარი საირმეში

მასწავლებელთა გასვლითი სემინარი საირმეში

უკვე მესამე წელია BGS-ის პედაგოგებისთვის გასვლითი ორ-დღიანი სემინარები ტარდება.

ამჯერად 2 და 3 მარტი ერთდროულად დატვირთული და სახალისო გამოდგა. საირმეში, არაჩვეულებრივ გარემოში, სასტუმრო, “Best Western Sairme Resort-ის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ორდღიანი სემინარი (ტრენერ-მოდერატორი ქალბატონი ლალი ბერიშვილი) თემაზე “დავალებებიდან ინიციატივებისაკენ”, რომლის ფარგლებში ბევრი საინტერესო და საჭირო თემატიკა იყო გაშლილი:

  • “პროექტებით სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში”;
  • “ვიდეორესურსების გამოყენების სტრატეგიები სასწავლო პროცესში”;
  • “ეფექტური მასწავლებლის მახასიათებლები”;
  • “კორპორაციული კულტურა – ჩვენი სასკოლო კულტურის ძლიერი და სუსტი მხარეები”.

შეჯამდა გასულ სასწავლო წელს თავად პედაგოგების მიერ დაგეგმილი და შესრულებული აქტივობები, დაისახა სამომავლო გეგმები. ერთხმად აღინიშნა, რომ სემინარი საქმიანი, პროდუქტული და ორიგინალური ფორმატით იყო მოწოდებული.

გამომგზავრებისას მასწავლებლებმა პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს. მსგავსი გასვლები ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და გუნდის გამთლიანებისათვის, რაც წარმატებული სკოლის საწინდარია.