ჩვენი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ “LOST – სასკოლო ლიგა“ კონკურსში, რომელიც ორგანიზებულია ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი “LOST”-ის მიერ.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ სკოლებიდან დარეგისტრირებული გუნდები. ტურნირი ტარდება ბავშვთა ცენტრ “LOST” – ში.
20 თებერვალს გავმართეთ პირველი შეხვედრა 61-ე სკოლასთან და დავაგროვეთ 20 ქულა. ამ შეხვედრაზე გასაღებები აიღეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ნიკა ტყემალაძემ და თამარ ჭყონიამ. ნიკამ გასაღები სულ რაღაც 3 წამში აიღო!
წინ გველის კიდევ ორი შეხვედრა. დაითვლება ჯამური ქულები და პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადავლენ შემდეგ ტურში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს გუნდს!