IPrimary BGS-ში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართულმა სკოლამ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს Pearson Edexcel-ის საგამოცდო ორგანიზაციიდან მიიღო ნებართვა, რომ განახორციელოს iPrimary კურიკულუმით სწავლება და შესაბამისი გამოცდების ჩატარება სკოლასთან არსებულ Pearson Edexcel საგამოცდო ცენტრში. iPrimary კურიკულუმი დაფუძნებულია ინგლისის სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის ეროვნულ პროგრამაზე.
ეს სიახლე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ რეგიონისთვისაც, რამდენადაც წმ. გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელსაც Pearson Edexcel-ის მხრიდან მინიჭებული აქვს სასკოლო აკადემიური კვალიფიკაციების ყველა ეტაპის: iPrimary, GCSE/IGCSE and International A Levels/GCE სწავლებისა და შესაბამისი გამოცდების ადმინისტრირების უფლება.
ვამაყობთ ამ მიღწევით და ჩვენ მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, BGS-ის მთელ დიდ ოჯახს ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!