ინგლისური ენის სახელმძღვანელოები ჩვენი ყველაზე პატარა წევრებისათვის

ინგლისური ენის სახელმძღვანელოები ჩვენი ყველაზე პატარა წევრებისათვის

2018 წლის ზაფხული ზოგიერთი ჩვენგანისთვის საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენი სკოლის დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე პირველკლასელებისათვის ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე – BGS გრაფონიქსზე – მუშაობდა. კომპლექტი სამი წიგნისაგან შედგება: მოსწავლის წიგნი, სამუშაო რვეული და ზღაპრები. ბრიტანულ სკოლაში განსაკუთრებული მიდგომაა ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლებისადმი. იგეგმება მომდევნო კლასების სახელმძღვანელოების გამოცემაც.