ერთი დღე ფორმის გარეშე – დავეხმაროთ მოხუცეხებსა და უსახლკაროებს

მოგეხსენებათ, 19 დეკემბერს ნიკოლოზობაა და  ამ დღეს  გაჭირვებულების დახმარებაზე, შეწევნაზე უნდა ვიფიქროთ. გადავწყვიტეთ, ამ დღეს უფორმოდ გამოვცხადებულიყავით სკოლაში.

ყველას შეეძლო სურვილისამებრ ჩაეცვა და ქველმოქმედაბაშიც  ჩართულიყო, რადგან დაწესდა სიმბოლური “ჯარიმა” 5 ლარის ოდენობით. შეგროვდა 500 ლარზე ცოტა მეტი თანხა, რაც გადავურიცხეთ  “კათარზისს”, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს ამ ცივ, ზამთრის დღეს თბილი სადილი დახვდათ. ყველას დიდ მადლობას ვუხდით შემოწირულობისათვის.