ეფექტური მასწავლებლიდან ეფექტური სკოლისაკენ

ეფექტური მასწავლებლიდან ეფექტური სკოლისაკენ

მასწავლებლის პროფესიული ზრდა წარმატებული სკოლის საწინდარია. 3 და 4 მარტი ერთდროულად დატვირთული და სახალისო გამოდგა ჩვენი სკოლის პედაგოგებისათვის. არაჩვეულებრივ გარემოში – სასტუმრო “ბორჯომი პალასის” საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა (მოდერატორი ქალბატონი ლალი ბერიშვილი) ორდღიანი სემინარი თემაზე “ეფექტური მასწავლებლიდან ეფექტური სკოლისაკენ”.

შეხვედრის პირველი ნახევარი მიეძღვნა კლასის ეფექტური მართვის სხვადასხვა სტრატეგიის განხილვას, მეორე ნახევარში კი გავეცანით სწავლა-სწავლებაში წარმატებული ოთხი ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემას, შევაჯერეთ ჩვენი სკოლის გამოცდილება და დავგეგმეთ ეფექტური განვითარების სტრატეგია. გამომგზავრებისას მოვილოცეთ ტიმოთეს უბნის ღვთისმშობლის სახელობის XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი.