ძველი თბილისი

IX კლასელსებს საშუალება მიეცათ კორონა ვირუსის გამო ჩაკეტილი სივრცე და ჰიბრიდული გაკვეთილები, ღია სივრცეში გადაეტანათ და კვლავ ყველა კლასელს ენახა ერთმანეთი. გასვლით გაკვეთილზე, მოსწავლეებმა მოიარეს ძველი თბილისი, დაწყებული მეტეხის ეკლესიიდან და ისტორიული ციხის ადგილიდან. ამის შემდეგ, მოსწავლეები გაეცნენ ქალაქის ისტორიას და ნახულობდნენ იმ ადგილებს, რომლებმაც სხვადასხვა პერიოდში გაიარეს ცვლილება, რასაც ძველი ფოტოების საშუალებით ადარებდნენ თანამედროვეობას. მოსწავლეებმა ნახეს ბერლინის კედელი, აბო თბილელის სახელობის ეკლესია, ქალაქის ისტორიული რელიგიური ნაგებობები, ნარიყალას ციხე და ისტორიული გალავნის ნაწილები.

VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე იმუშავეს პროექტზე „ძველი თბილისის კულტურის ძეგლები“. შემდგომ, გასვლით გაკვეთილზე მათ გადაიღეს ფოტოები, ჩაიწერეს შთაბეჭდილებები, დაამუშავეს საკითხები და წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით.