არის ადგილები, რომლებსაც ძალიან ხშირად ვსტუმრობთ, მაგრამ არ გვაქვს კარგად გააზრებული მათი უდიდესი მნიშვნელობა.
სწორად შემეცნების მიზნით, VIII კლასი ეწვია მცხეთას ისტორიისა, ლიტერატურის და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში. ქალაქი, რომელიც არის საქართველოს სულიერების ცენტრი, ძველი და ახალი აღთქმის სიწმინდეთა მცველი და მფარველი.