დაუვიწყარი გარემო

მეხუთეკლასელები მწერალთა სახლს ესტუმრნენ, რომელიც ააგო ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა – დავით სარაჯიშვილმა. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ამბები, ამ დიდი პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ბავშვები აღაფრთოვანა იქაურმა გარემომ, ინტერიერმა, დიდი მონდომებით ჩაებნენ დისკუსიაში. BGS-ელებს უმასპინძლა მწერალთა სახლის დირექტორმა, ქალბატონმა ნატა ლომოურმა.