დაუვიწყარი ექსკურსია

მართალია, სემესტრის ბოლოს X კლასის მოსწავლეებს მოუწიათ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ვერ გაიზიარეს წინასაახალწლო გაწყობა, სამაგიეროდ, მათ მოასწრეს დაუვიწყარი დრო გაეტარებინათ ბოდბესა და სიღნაღში. მათ მოინახულეს წმინდა ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერი, ნახეს ბოდბის ისტორიული ეკლესია და ახალ აშენებული ტაძარი. დედაოებმა დამატებით დაათვალიერებინეს დედათა მონასტრის ტერიტორია და მოუყვნენ მონასტრის ისტორიისა და განვითარების შესახებ. ამის შემდეგ, მოსწავლეებმა მოინახულეს სიღნაღი, მისი ისტორიული ნაწილი, ქალაქის გალავანი, ცალკეული კოშკები და სიღნაღის ეროვნული მუზეუმი, სადაც ისტორიულ, არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალასთან ერთად, გამოფენილი იყო ფიროსმანის ორიგინალი ნახატები.