უკვე მერამდენე წელია BGS-ში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ბრიტანეთიდან გამოგზავნილ საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს.
წლევანდელი წელი ამ მხრივ განსაკუთრებული იყო!
წელს მოვიპოვეთ საერთაშორისო დაწყებითი სკოლის შესაბამისი სასწავლო პროგრამის, iPrimary-ის განხორციელების უფლება.
ძალიან გვიხარია, ჩვენმა მეშვიდეკლასელებმა წარმატებით ჩააბარეს ორი გამოცდა: მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში.
სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ.
საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელმა, ხატია გოგილაშვილმა მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას.
ჩვენი ბრიტანული კვალიფიკაციები
