school's director

სკოლის დირექტორის ეკა კვაჭანტირაძის მიმართვა

მუდმივი ძიების, დახვეწისა და განვითარების თვალსაზრისით, ბიჯიესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის სახელით სარგებლობს ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ამას კურსდამთავრებულთა ჩარიცხვებიც ადასტურებს ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპის, აშშ-ს წამყვანი უმაღლეს სასწავლებლებში და საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

სკოლის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სასწავლო პროგრამა სავსებით მისაღებია მოსწავლეთა მრავალეროვანი კონტიგენტისათვის.
სკოლა ეროვნული და ბრიტანული საერთაშორისო პროგრამების შეჯერებისა და უნივერსალიზაციის გზით ხარისხიან და მაღალაკადემიურ განათლებას აძლევს მოსწავლეებს. შესაბამისად ბიჯიესი ერთდროულად ორი ატესტატით (ეროვნული და საერთაშორისო) უზრუნველყოფს საკუთარ მოსწავლეებს.
ბიჯიესი ახორციელებს მოსწავლეთა მომზადებას როგორც საერთაშორისო დაწყებითი (iPrimary) და საატესტატო (GCSE/IGCSE) გამოცდებისათვის, ისე საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისათვის (A-Level), რომლებიც ვალიდურია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და ადგილობრივად, სკოლაშივე არსებულ საგამოცდო ცენტრში ბარდება.
უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის დაწყებით საფეხურზე გვაქვს მოდიფიცირებული პროგრამა ქართულ ენობრივ გარემოსთან ადაპტირებისა და ბრიტანული პროგრამის წარმატებით დაძლევისათვის.
ბიჯიესი სთავაზობს მოსწავლეებს თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რითაც სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო ხდება.
ბიჯიესი მოზარდთა სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებისა და სააზროვნო უნარების დახვეწისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს (შემოქმედებითი წერა, დიალოგები, ღრმა აზროვნების კლუბი), რაც მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში ორიენტირის ფუნქციას ასრულებს.
ბიჯიესი ქალაქის ცენტრში, საბურთალოს რაიონში მდებარეობს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი დედაქალაქის ხმაურიანი მოძრაობიდან მოშორებული, ტყის მასივით შემოსაზღვრული ერთგვარი ეკო კუნძულია.
ამრიგად, ბიჯიესის არჩევით თქვენი შვილების გარანტირებულად წარმატებულ მომავალსა და სწორ ღირებულებით ორიენტირებს უზრუნველყოფთ.
მობრძანდით და თავად დარწმუნდით!!!

სკოლის ემერიტუს დირექტორის კრისტოფერ გრინფილდის მიმართვა

განათლების სისტემაში 35 წელი ვიმუშავე: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, შორეულ აღმოსავლეთში და კავკასიაში. ამ დიდი გამოცდილების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჯიესი ზოგადადაც ბრწყინვალე სასწავლებელია და საქართველოში კი ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ.

ბიჯიესი სთავაზობს ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას, რომელიც ეროვნული და ინგლისური პროგრამების ნაჯვარია, ადგილობრივი და ბრიტანული სწავლების მეთოდებისა და პედაგოგიური გამოცდილებების შეჯერებით, მისი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აღწევენ.
ბიჯიესი განსაკუთრებული მხოლოდ იმ კვალიფიკაციების გამო კი არ არის, რომლებითაც ის თავის კონტინგენტს უზრუნველყოფს, არამედ თავად სწავლების ხარისხითაც, რომელიც მარტივად ფაქტებისა და მონაცემების დამახსოვრებას სცდება, მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, შეძენილი ცოდნის სწორად გამოყენებასა და გაღვივებული უნარების პრაქტიკულ საქმიანობაზე ეფექტურ მორგებაში. ამას გარდა, ჩვენს მოსწავლეებს მოაზროვნე, პასუხისმგებლობით აღსავსე ახალგაზრდებად ვაყალიბებთ.
ასეთი პრიორიტეტები საერთაშორისო სტანდარტის განათლების დამახასიათებელია და სწორედ ეს ეხმარება ჩვენს კურსდამთავრებულებს მომავალი წარმატების მოპოვებაში ნებისმიერ ადგილას სწავლასა თუ მუშაობაში.
თუ გსურთ საერთაშორისო სტანდარტის განათლება მიიღოთ საქართველოდან გაუსვლელად და ეროვნული თვითმყოფადობის დაუკარგავად, აუცილებლად ესტუმრეთ ბიჯიესს!
გელოდებით!
კრისტოფერ გრინფილდი
სკოლის დირექტორი 2013-16 წლებში,
ემერიტუს დირექტორი 2018 წლიდან.

დირექტორი ემერიტუსი გვამცნობს...