ჩემი ქალაქი

X-XI კლასის მოსწავლეებს ინტეგრირებული (ქართული / ისტორია) გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ ძველ თბილისში. მათ მოილოცეს მეტეხის ტაძარი, თბილისის მფარველის წმინდა აბოს სახელობის ეკლესია, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი. ისტორიის მასწავლებელმა, მანუჩარ გუნცაძემ ბავშვებს მოუყვა საინტერესო ინფორმაციას ძველი თბილისის შესახებ, დაათვალიერებინა ძველი თბილისის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა.
მსგავსი გასვლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, პანდემიურ რეალობაში.