CERN-ის ლაბორატორიის მასტერკლასი

CERN-ის ლაბორატორიაში ასობით თანამშრომელი ცდილობს შექმნას დიდი აფეთქების იმიტაცია, დააკვირდეს და გამოიკვლიოს, როგორ შეიქმნა სამყარო. რთულია, ერთ წინადადებაში მოაქციო, რა კეთდება ლაბორატორიაში, სადაც ერთ წამში 40 მილიონი ნაწილაკი ეჯახება ერთმანეთს.

შემდეგ თითოეული შეჯახების ანალიზისათვის ინახება და იფილტრება ინფორმაცია. სპეციალურად სკოლის რამდენიმე მოსწავლისათვის CERN-ის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საგანმანათლებლო მასტერკლასი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება ლაბორატორიული კვლევებით. BGS-ის 9 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა მასტერკლასში, მათ მოისმინეს ლექციები და ასევე გააანალიზეს ის პრაქტიკული კვლევები, რომლებიც CERN-ის ლაბორატორიაში კეთდება.