BGS-ის მორიგი წარმატება

ჩვენი სკოლის ანსამბლის წარმატება

ჩვენი სკოლის ცეკვის ანსამბლი BGS 8 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით მიწვეული იყო კავკასიის საერთაშორისო ფესტივალზე ბაქოში. ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლეში გამოსულ ჩვენს მოსწავლეებს იმთავითვე დიდი მოწონება ხვდა წილად.

მათ პირველი ადგილი დაიმსახურეს, დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.

ვულოცავთ ანსამბლ BGS-ს და მათ ხელმძღვანელს, გიორგი კოკელაძეს ამ დიდ წარმატებას.