VI კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს ბეთანიის XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული მონასტერი. ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თამარ მეფის ფრესკამ.
მოსწავლეები სიამოვნებით ათვალიერებდნენ შემოდგომის ულამაზეს ბუნებას, იღებდნენ ფოტოებს. მათ დაახლოებით ერთი კილომეტრი იარეს ფეხით, რაც ძალიან სახალისო იყო. შემდეგ დაბა წყნეთში სპორტის მასწავლებელთან ერთად გაერთნენ სპორტული თამაშობებით და კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ.