სიახლეები
ჩვენს შესახებ
თბილისის წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლა (ბიჯიესი) პირველი ბრიტანული ორიენტაციის სასწავლებელია საქართველოში.
იგი 2003 წელს “ბრითიშ ქონექშენის” სახელწოდებით დაარსდა. სკოლამ 2013 წელს შეიცვალა სახელი, გახდა ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) წევრი და საერთაშორისო სკოლის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად სკოლა ზოგადი განათლების სამსავე საფეხურს მოიცავს: დაწყებითს, საბაზოსა და საშუალოს.
ჩვენი პარტნიორები
ბიჯიესი საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაციის – Pearson Edexcel International Examination Centre – ერთადერთი რეგისტრირებული წევრია საქართველოში და სარგებლობს უფლებით, საკუთარ მოსწავლეებს ჩაუტაროს საერთაშორისო კვალიფიკაციის (iPrimery), საატესტატო (IGCSE) და უნივერსიტეტში მისაღები (A Level) გამოცდები ქვეყნიდან გაუსვლელად, საკუთარ ტერიტორიაზე.. პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ჩვენი მოსწავლეებისათვის ხალისიანი გარემოს შექმნა პრიორიტეტული იყო ბიჯიესის მთელი გუნდისათვის.
ემერიტუს დირექტორი გვამცნობს…
სამი წელი საკმაოდ დიდი დროა!
მოგეხსენებათ, ბოლო სამ წელიწადს კოვიდის პანდემიამ თბილისს მომწყვიტა. ჰოდა, ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ გამეხარდებოდა თებერვალში თბილისში ჩამოსვლა და ბიჯიესში დაბრუნება. ჩემი ეს ვიზიტი ორ კვირას გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან დაკავებული ვიყავი საცდელი გამოცდებისა და მათი შედეგების მონიტორინგით, ახალი პედაგოგების გაცნობა-შემოწმებითა და მშობლებთან შეხვედრებით. სიამოვნებით ჩავატარე ასამბლეებიც სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლეებთან.
თავად სკოლაშიც ბევრი სიურპრიზი დამხვდა, მათ შორის არა მხოლოდ შესანიშნავი გამოფენა პატარების მიერ შექმნილი იმ კერამიკული ქუდებისა, რომლებიც მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს შეიძლებოდა ეტარებინა, არამედ კიდევ ენთუზიაზმით აღსავსე სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების ნახვამ გამახარა. საგრძნობლად არის ამაღლებული ინგლისური ენის დონეც, რამაც პირველად მომცა საშუალება მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ასამბლეა თარჯიმნის გარეშე ჩამეტარებინა და დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ინგლისური ესმოდათ. დავრწმუნდი იმაშიც, რომ უკეთესი შედეგების მიღწევის მიზნით, პედაგოგები ძალიან ბევრს მუშაობენ სწავლების ინგლისური მეთოდების დანერგვაზე.
საცდელი გამოცდების შედეგებიც იმედის მომცემი აღმოჩნდა . . .
იმედია, კიდევ სამი წელი არ გავა, სანამ ისევ დავბრუნდები ბიჯიესში და დავრწმუნდები, რომ სკოლამ კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებსა და წარმატებას მიაღწია!